მაიკლ ჯორდანის ნახმარი სპორტული ფეხსაცმელი რეკორდულ ფასში გაიყიდა

სოტბის აუქციონზე იგი 560 ათას დოლარად გაიყიდა

1419280
მაიკლ ჯორდანის ნახმარი სპორტული ფეხსაცმელი რეკორდულ ფასში გაიყიდა

აშშ-ის საკალათბურთო ლიგის (NBA) ერთ-ერთი ლეგენდარული კალათბურთელის,  მაიკლ ჯორდანის ხელმოწერით აუქციონზე გამოტანილი მისი ნახმარი ფეხსაცმელი, 560 ათას დოლარად გაიყიდა.  მაიკლ ჯორდანს ეს სპორტული ფეხსაცმელი ეცვა 1985 წელს, NBA– ში მისი პირველი სეზონის დროს, როცა იგი  ჩიკაგო ბულზში თამაშობდა და კომპანია Sotheby–მ ეს ფეხსაცმელი  ვებსაიტზე მოწყობილ აუქციონზე გაყიდა. ამერიკელი ლეგენდარული კალათბურთელის ფეხსაცმელი, რომელიც ცნობილი კოლექციონერის, ჯორდან გელერის მფლობელობაში იყო 2012 წლიდან, სულ მეტი 140 ათას დოლარად გაყიდვას ელოდებოდნენ, მაგრამ, შემოთავაზებულმა ფასმა ამ თანხას 4 ჯერ გადააჭარბა და ამით, ეს ფეხსაცმელი აუქციონზე ყველაზე მაღალ, ე.ი. რეკორდულ ფასად გაყიდული ფეხსაცმელი გახდა



მსგავსი ინფორმაციები