ესპანეთის სუპერთასის პირველი ფინალისტი რეალი გახდა

მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

1337675
ესპანეთის სუპერთასის პირველი ფინალისტი რეალი გახდა
Valencia v Real Madrid modric.JPG
Valencia v Real Madrid.JPG
Valencia  Real Madrid - King Abdullah Sports City.JPG
Jeddah, Saudi Arabia.JPG

გუშინ, საუდის არაბეთში ჩატარებულ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში რეალმა ვალენსია 3-1 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ქალაქ ჯიდაში  „მეფე აბდულა“-ს სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე რეალის სახელით გოლები,  კროოსმა  (15),  ისკომ  (39) და  მოდრიჩმა (66) გაიტანეს. რაც შეეხება ვალენსიის სახელით ერთადერთი გოლი 90+3 წუთზე  პენალტიდან პარეხომ გაიტანა. მეორე ფინალისტის ვინაობა კი დღეს  ბარსელონა-ატლეტიკოს შორის გამართული ნახევარფინალის შემდეგ გახდება ცნობილი.  



მსგავსი ინფორმაციები