თურქეთმა EURO 2020-ის საგზური გაინაღდა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატი   12 ივნის - 12 ივლისს შორის ევროპის 12 ქვეყანაში ერთდროულად  რამდენიმე ქალაქში გაიმართება

1306833
თურქეთმა EURO 2020-ის საგზური გაინაღდა
Burak Yilmaz_2019_ekim_7297389c-e542-4fd1-b7cb-6288b1b348d1.jpg
Burak Yilmaz_2019_New folder_5271c6d9-ef12-4d5b-a87c-ac3ace217b95.jpg
Burak Yilmaz_2019_New folder_e1dd82f3-83b9-42e5-a966-f528af1982f822.jpg
thumbs_b_c_9f2434769a53ce59008dd336ea9e0eb4.jpg
thumbs_b_c_01e91d87db4d979d5ce45f23374a48eb.jpg

გუშინ, თურქეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა  ნაკრებმა, რომელიც H ჯგუფში ასპარეზობს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მეცხრე    ტურის ფარგლებში სტამბოლში,  ისლანდიას  უმასპინძლა. გალათასარაის თურქ ტელეკომის სტადიონზე გამართული მატჩი ფრედ  0-0 დასრულდა რა, თურქეთმა რომელსაც ჯგუფში 19 ქულა ჰქონდა, მოპოვებული ერთი ქულით,  EURO 2020-ზე მონაწილეობის  საგზური გაინაღდა. თურქეთის ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის  ბოლო საკვალიფიკაციო მატჩს 17 ნოემბერს სტუმრად ანდორასთან გამართავს. მეორეს მხრივ,  ევრო 2020 წლის წილისყრა 30 ნოემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი  კი 12 ივნის - 12 ივლისს შორის ევროპის 12 ქვეყანაში ერთდროულად  რამდენიმე ქალაქში გაიმართება.  რაც შეეხება ნახევარფინალს და ფინალს, ინგლისის დედაქალქ ლონდონში „უემბლიზე“  გაიმართება.  


საკვანძო სიტყვები: #გაინაღდა , #საგზური , #EURO 2020 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები