კასთამონუში „კანიონის და სპორტული ტურიზმის ფესტივალი“ ჩატარდება

„კანიონის და სპორტული ტურიზმის ფესტივალი“ ჩატარდება

1244324
კასთამონუში „კანიონის და სპორტული ტურიზმის ფესტივალი“ ჩატარდება

კასთამონუს რაიონ ფინარბაშში რიგით მესამე „კანიონის და სპორტული ტურიზმის ფესტივალი“ ჩატარდება.

რაიონში, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ვალას კანიონთან ერთად ჰორმას კანიონიც მდებარეობს, ფესტივალი 1-4 აგვისტოს ჩატარდება.  

12 კილომეტრის სიგრძის ვალას კანიონს, რომლის სიღრმეც ზოგან ათას 100 მეტრს აღწევს,  ფესტივალის ფარგლებში დალაშქრავენ. ასევე გაივლიან 3,5 კილომეტრიან ჰორმას კანიონსაც.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა გამოქვაბულების, ილიჯას ჩანჩქერის მონახულება, მშვილდოსნობაში წარმოდგენა და ბანაკის ცეცხლის გარშემო მუსიკალური ღონისძიება.  



მსგავსი ინფორმაციები