ნომერ პირველი ჩოგანი ბარტი გახდა
მან გორგესი 2-3 დაამარცხა და მსოფლიო კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე გადავიდა
1224269
საფრანგეთის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულმა ბარტიმ ბირმინგემის კლასიკური ტურნირის ფინალში გორგესი 2-3 დაამარცხა და მსოფლიო კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე გადავიდა.
ინგლისის ქალაქ ბირმინგემში ბალახის კორტებზე მიმდინარე ტურნირის ფინალში მსოფლიოს ნომერი ორი ჩოგანი ბარტი, იმავე კლასიფიკაციაში მე-19 ადგილზე მყოფ გორგესს შეხვდა და 2-0 გაიმარჯვა.
23 წლის ჩოგანმა დაასრულა იაპონელი ნაომი ოსაკას 21 კვირიანი ლიდერობა და მსოფლიო კლასიფიკაციაში ნომერ პირველი გახდა.