„აიაქსი“-ს ზღაპარი ნახევარფინალში დასრულდა

2018-2019 წლის სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება

1197803
„აიაქსი“-ს ზღაპარი ნახევარფინალში დასრულდა

გუშინ, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში ინგლისის „ტოტენჰემმა“  გასვლაზე ამსტერდამში ჰოლანდიის  „აიაქსს“  3-2 მოუგო  და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით ფინალში გავიდა. ამ ორ გუნდს შორის გამართული პირველი შეხვედრა აიაქსს 1-0 ჰქონდა მოგებული. ასე რომ 2018-2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები  ინგლისური კლუბი,  ტოტენჰემი და ლივერპული გახდნენ.  2018-2019 წლის სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები