შეიხი ალ-საბაჰი სოკ-ის წევრობიდან დროებით გადადგა

მას ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებაში ედება ბრალი

1091456
შეიხი ალ-საბაჰი სოკ-ის წევრობიდან დროებით გადადგა

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC/სოკ) წევრი, შეიხი აჰმედ ალ-ფაჰად ალ-საბაჰი, მის წინააღმდეგ შვეიცარიაში "ოფიციალური დოკუმენტების გაყალბების" ბრალდების საფუძველზე დაწყებული გამოძიების გამო, თანამდებობიდან “დროებით“ გადადგა.

Al-Sabah-ის ოფისიდან გავრცელებულ განცხადებაში  ნათქვამია, რომ იგი კატეგორიულად უარყოფს წაყენებულ ბრალდებებს, რომლის უკანაც მისივე აზრით ქუვეითელი პოლიტიკური ფრაქციები დგანან.

ამავე განცხადებით, ელ-საბაჰი იმედოვნებს, რომ იგი გამართლდება და უახლოეს დროში დაუბრუნდება IOC-ში თავისი მოვალეობის შესრულებას.

საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურა ალ-საბაჰს, რომელიც 26 წელია რაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია, ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

2017 წლის აპრილში ალ-საბაჰი, კორუფციის ბრალდების გამო გაათავისუფლეს ჯერ საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციის წევრობიდან (FIFA) და შემდეგ, აზიის ფეხბურთის კონფედერაციის წევრობიდან (AFC).



მსგავსი ინფორმაციები