თურქმა ძიუდოისტმა ბილალ ჩილოღლუმ ოქროს მედალი მოიპოვა

ახალგაზრდებს შორის ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს თურქმა ძიუდოისტმა ბილალ ჩილოღლუმ ოქროს მედალი მოიპოვა

1072039
თურქმა ძიუდოისტმა ბილალ ჩილოღლუმ ოქროს მედალი მოიპოვა

ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე ახალგაზრდებს შორის ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს თურქმა ძიუდოისტმა ბილალ ჩილოღლუმ ოქროს მედალი მოიპოვა.

73 კილოგრამი წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჩილოღლუმ მეოთხედ ფინალში ყაზახი მეტოქე დაამარცხა და ნახევარ ფინალში გადავიდა, სადაც ბერძენ მეტოქეს სძლია, ხოლო ფინალში კი იაპონელი ძიუდოისტის დამარცხებით ოქროს მედლის მფლობელი გახდა.  

ქალებს შორის კი 52 კილოგრამი წონით კატეგორიაში ირემ ქორქმაზმა შეჯიბრი მეშვიდე ადგილზე დაასრულდა.

ჩემპიონატის მესამე დღეს 81 კილოგრამი წონით კატეგორიაში მუსტაფა ქოჩი და 90 კილოგრამი წონით კატეგორიაში მერთ შიშმანლარი გავლენ ტატამზე.


საკვანძო სიტყვები: #ძიუდო , #მსოფლიო ჩემპიონატი

მსგავსი ინფორმაციები