არგენტინამ უდაძაბულესი მატჩით მერვედფინალში გასვლა მოახერხა

დღეს, E და F ჯგუფის პლეიოფისათვის ბოლო მატჩები გაიმართება, რომლებიც TRT-ს არხებით პირდაპირ ეთერში გაშუქდება.

1000551
არგენტინამ უდაძაბულესი  მატჩით მერვედფინალში გასვლა მოახერხა

რუსეთის მასპინძლობით მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში D ჯგუფში არგენტინამ უდაძაბულეს მატჩში ნიგერია 2-1 დაამარცხა  და მერვედფინალში საფრანგეთის მეტოქე გახდა. არგენტინის გოლები მე-14 წუთზე  მესიმ, ხოლო 86-ე წუთზე როხომ გაიტანეს. ნიგერიის ერთადერთი გოლი კი პენალტიდან 50-ე წუთზე მოზესიმ გაიტანა. ამავე ჯგუფიდან მერვედფინალში გამსვლელი მეორე გუნდი კი ხორვატია გახდა, რომელიც პლეიოფში დანიას დაუპირისპირდება. გუშინდელი  მატჩების  შედეგებიც ასეთია:

ავსტრალია-პერუ 0-2

დანია-საფრანგეთი 0-0

ნიგერია-არგენტინა 1-2

ისლანდია-ხორვატია 1-2

დღეს,  E და F ჯგუფის პლეიოფისათვის ბოლო მატჩები გაიმართება, რომლებიც TRT-ს არხებით პირდაპირ ეთერში გაშუქდება.

ს.კორეა-გერმანიის შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება და იგი  TRT1, TRT4K-ს არხებით პირდაპირ ეთერში გაშუქდება, ხოლო  მექსიკა-შვედეთის  მატჩიც  17:00 საათზე შედგება რომელიც, TRT SPOR-ის არხებით პირდაპირ იქნება ტრანსლირებული. დღის ბოლო მატჩები კი 21:00 საათზე გაიმართება, რომელთაგან   სერბეთ-ბრაზილიის მატჩი    TRT1, TRT4K-ს არხებით პირდაპირ ეთერში გაშუქდება ხოლო  შვეიცარია-კოსტარიკის  შეხვედრა    TRT SPOR -ის არხებით პირდაპირ იქნება ტრანსლირებული.



მსგავსი ინფორმაციები