ევროლიგის ფინალისტები ატლეტიკო და მარსელი გახდნენ

ფინალური შეხვედრა 16 მაისს საფრანგეთის ქალაქი ლიონში შედგება

963671
ევროლიგის ფინალისტები ატლეტიკო და მარსელი გახდნენ

გუშინ გამართულ  UEFA-ს ევროლიგის  ნახევარფინალური საპასუხო მატჩების შედეგებით  ფინალისტები ცნობილი გახდნენ. გუშინდელი მატჩებიდან ესპანეთის მადრიდის ატლეტიკომ  ინგლისი არსენალი საკუთარ სტადიონზე 1-0 დაამარცხა რა, რადგან  ამ  კლუბებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ინგლისში,  ფრედ 1-1 იყო დასრულებული, გუშინდელი შედეგის მიხედვით ფინალში ატლეტიკო გავიდა. ატლეტიკოს ერთადერთი გოლი კი, დიეგო კოსტამ გაიტანა. მეორე ფინალისტი კი  ავსტრიის  ზალცბურგსა და  საფრანგეთის მარსელს შორის გამართული მატჩით გამოვლინდა.  მატჩი ნორმალურ დროში 2-0 ზალცბურგის სასარგებლოდ დასრულდა. ამ კლუბებს შორის რადგან პირველი მატჩი,  მარსელის სასარგებლოდ 2-0 იყო დასრულებული,  გუშინდელ მატჩში დამატებითი დრო დაინიშნა  და  116-ე წუთზე მარსელის ფეხბურთელის როლანდოს მხრიდან ერთი გოლის  გატანის გამო  ფინალში ისინი გავიდნენ. 2017-2018 წლის სეზონის UEFA-ს ევროლიგის  ფინალური შეხვედრა 16 მაისს საფრანგეთის ქალაქი ლიონში შედგება.



მსგავსი ინფორმაციები