ჩემპიონთა ლიგაში დღეს საპასუხო ნახევარფინალური მატჩია

იგი პირდაპირ ტრანსლირებულ იქნება TRT 1 ve trtspor.com.tr არხებით

961792
ჩემპიონთა ლიგაში დღეს საპასუხო ნახევარფინალური მატჩია

 

დღეს საღამოს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე, ე.ი. საპასუხო ნახევარფინალური მატჩი შესდგება და მის ფარგლებში მადრიდის რეალი მიუნხენის ბაიერნს მიიღებს.

ეს მატჩი სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე გაიმართება და მთავარი მსაჯი თურქი ჯუნეით ჩაქირი იქნება.

ამ კლუბების პირველ შეხვედრაში მასპინძელი გერმანული კლუბი ანგარიშით 1:2 დამარცხდა და ამიტომ ფინალში გასვლის უფრო მეტი შანსი ესპანელებს აქვთ.

თამაში თურქეთის დროით 21:45 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია  TRT 1 ve trtspor.com.tr არხებით მოხდება



მსგავსი ინფორმაციები