თურქეთის ნაკრები დღეს მონტენეგროს შეხვდება

ეს თამაში TRT 1-ით პირდაპირ იქნება ტრანსლირებული

938428
თურქეთის ნაკრები დღეს მონტენეგროს შეხვდება

 

თურქეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები მეორე მოსამზადებელ გასვლით მატჩში დღეს მონტენეგროს შეხვდება.

ქალაქ პოდგორიცას სტადიონზე გასამართი შეხვედრა თურქეთის დროით 20.10 საათზე დაიწყება და TRT 1-ით პირდაპირი ეთერით იქნება ტრანსლირებული.

შეხვედრის მსაჯი სერბეთის ფეხბურთის ფედერაციიდან მილორად მაზიკი, მისი დამხმარეები კი მილოვან რისტიკი და დალიბორ იურდჟევიცი იქნებიან.

თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა პარასკევს ირლანდიის რესპუბლიკასთან ანტალიაში გამართული მოსამზადებელი შეხვედრა, ანგარიშით 1-0 მოიგო.

თურქეთის ნაკრების ტექნიკურმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ გუშინ საღამოს გამართულ პრეს კონფერენციაზე თქვა, რომ ნაკრებში გამოიძახებენ ისეთ გამოცდილ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ბურაქ ილმაზი და ჯანერ ერქინი



მსგავსი ინფორმაციები