უეფას ევროპის ლიგის 16 ტურის საპასუხო მატჩები ბოლო სამი შეხვედრით დასრულდა

უეფას ევროპის ლიგის 16 ტურის საპასუხო მატჩები ბოლო სამი შეხვედრით დასრულდა

931105
უეფას ევროპის ლიგის 16 ტურის საპასუხო მატჩები ბოლო სამი შეხვედრით დასრულდა

უეფას ევროპის ლიგის 16 ტურის საპასუხო მატჩები ბოლო სამი შეხვედრით დასრულდა.

ინგლისის „არსენალ“-მა იტალიის „მილან“-ს უმასპინძლა, 3-1 გაიმარჯვა და მეოთხედ ფინალში გადავიდა. მოსკოვის „ცსკა“-მ საფრანგეთის წარმომადგენელს „ოლიმპიკ ლიონს“ 3-2 მოუგო და ისიც მეოთხედ ფინალში მოხვდა. ავსტრიის წარმომადგენელ „ზალცბურგ“-სა და გერმანიის „ბორუსია დორტმუნდ“ს- შორის გამართული შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა და ამ შედეგით ბოლო 8 გუნდს შორის ზალცბურგი მოხვდა.  

ამგვარად, მეოთხედ ფინალში გადასული კლუბები გახდნენ ატლეტიკო მადრიდი (ესპანეთი), ოლიმპიკ მარსილია (საფრანგეთი), ლაციო (იტალია), ლაიპციგი (გერმანია), სპორტინგ ლისაბონი (პორტუგალია), არსენალი (ინგლისი), მოსკოვის ცსკა (რუსეთი) და ზალცბურგი (ავსტრია).



მსგავსი ინფორმაციები