ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე თურქმა სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მამაკაცებს შორის 73 კილოგრამი წონით კატეგორიაში ბილალ ჩილოღლუმ ვერცხლის მედალი მოიპოვა

831279
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე თურქმა სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მამაკაცებს შორის 73 კილოგრამი წონით კატეგორიაში ბილალ ჩილოღლუმ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თურქეთის ძიუდოს ფედერაციაში გაკეთებული განცხადების თანახმად, ჩილოღლუმ პირველ ტურში მექსიკელი, მეორეში ხორვატი და მესამეში კი სამხრეთ კორეელი მეტოქე დაამარცხა და მეოთხედ ფინალში გადავიდა, რომელშიც ბრაზილიელ სპორტსმენს სძლია, ნახევრ ფინალში კი უკრაინელ მეტოქეს შეხვდა. მან ფინალში ბრძოლა აზერბაიჯანელ ჰიდაეთ ჰეიდაროვთან  წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

დღეს კი ტატამზე 78 კილოგრამი წონით კატეგორიაში ქალთა შორის კუბრანურ ესირი გამოვა.


საკვანძო სიტყვები: #ძიუდო , #ხორვატია , #ჩემპიონატი

მსგავსი ინფორმაციები