ჩემპიონთა ლიგაში დღეს მორიგი მატჩებია

ბეშიქთაშს გასვლითი თამაში მონაკოსთან აქვს

828552
ჩემპიონთა ლიგაში დღეს მორიგი მატჩებია

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფებში დღეს მესამე ტურის მატჩებია. გ ჯგუფში მოთამაშე და ამჟამად ჯგუფის ლიდერი სტამბოლის ბეშიქთაში საფრანგეთის წარმომადგენელს, კლუბ მონაკოს  გასვლით მატჩში შეხვდება.

თამაში ლუი მეორის სტადიონზე, თურქეთის დროით 21:45 საათზე დაიწყება და მისი მთავარი მსაჯი სერბი მილორად მაზიჩი იქნება.

ბეშიქთაშმა წინა ორი მატჩი მოგებით დაასრულა და თუ დღესაც გაიმარჯვებს, მაშინ, იგი თურქეთის ფეხბურთის ისტორიაში შევა როგორც ჩემპიონთა თასზე ჯგუფში ზედიზედ სამი თამაშის მომგები კლუბი



მსგავსი ინფორმაციები