Formula 1 ჩემპიონატი ხვალ ბაქოში იწყება

ეს იქნება წლევანდელი სეზონის მე-8 ეტაპი

758704
Formula 1 ჩემპიონატი ხვალ ბაქოში იწყება

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ, მიმდინარე სეზონის მე-8 ეტაპს აზერბაიჯანი ხვალიდან უმასპინძლებს და მის ფარგლებში “ბაქო“-ს სახელწოდების 6003 მეტრის სიგრძის ტრასაზე 51 წრეზე რბოლა განხორციელდება.

ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რბოლა, რომლითაც ავტომობილების და პილოტების რიგი განისაზღვრება, სტარტს ხვალ, თურქეთის დროით 16:00 საათზე აიღებს, ხოლო თვით ჩემპიონატის რბოლა კვირას, ამავე საათზე დაიწყება.

დღემდე ჩატარებულ 7 ეტაპის ჩემპიონატზე, ავსტრალიის, ბაჰრეინის და მონაკოს რბოლებში ფერრარის პილოტმა სებასტიან ვეტტელმა, ჩინეთის, კანადის და ესპანეთის რბოლებში მერსედესის პილოტმა ლევის ჰამილტონმა, ხოლო რუსეთის ეტაპზე კი ჰამილტონის გუნდიდან მისმა მეგობარმა ვალტერი ბოტასმა გაიმარჯვეს



მსგავსი ინფორმაციები