საქართველომ ბოლო ჩემპიონს, ესპანეთს, ხასიათი გაუფუჭა

ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის ბოლო მოსამზადებელ მატჩში ესპანეთი საქართველოსთან 1-0 დამარცხდა

506879
საქართველომ ბოლო ჩემპიონს, ესპანეთს, ხასიათი გაუფუჭა

ბოლო ჩემპიონს, ესპანეთს, ხასიათი გაუფუჭდა.

ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის ბოლო მოსამზადებელ მატჩში ესპანეთი საქართველოსთან 1-0 დამარცხდა.

საქართველომ, რომელმაც ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები დ ჯგუფში მეხუთე ადგილზე დაასრულა და საფრანგეთის საგზური ვერ მიპოვა, ესპანეთი დაამარცხა. მოულოდნელი მარცხით ესპანეთს EURO 2016 -ის წინ ხასიათი გაუფუჭდა.

მადრიდის გეტაფეს დაბაში ელ კოლეზიუმის სტადიონზე გამართული მატჩის 39-ე წუთზე გოლი ოქრიაშვილმა გაიტანა. ესპანეთის ნაკრების ტექნიკურმა დირექტორმა მეორე ტაიმში 4 მოთამაშე გამოცვალა, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო და მეორე ტაიმშიც ანგარიში არ შეცვლილა. მატჩი 1-0 დასრულდა საქართველოს სასარგებლოდ.


საკვანძო სიტყვები: #ფეხბურთი , #საქართველო , #ესპანეთი

მსგავსი ინფორმაციები