დღეს ”არსენალი”-”ბარსელონა”-ს უმასპინძლებს

მატჩი TRT 1-ს არხით პირდაპირ ეთერში იქნება ტრანსლირებული

437693
დღეს ”არსენალი”-”ბარსელონა”-ს უმასპინძლებს

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩების ფარგლებში დღეს ლონდონის არსენალი, კატალონიის ბარსელონას უმასპინძლებს. მატჩი ლონდონში, არსენალის სტადიონზე გაიმართება და იგი თურქეთის დროით 21:45, ხოლო საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება. არსენალი-ბარსელონას მატჩის მთავარი არბიტრი თურქი ჯუნეით ჩაქირი გახლავთ, რომლის დამხმარე არბიტრებისც ბაჰათთინ დურანი, თარიქ ონგუნი, ჯემ სათმანი, ჰუსეინ გოჩექი და ბარიშ შიმშექი იქნებიან. არსენალი-ბარსელონას მატჩი TRT 1-ს არხით პირდაპირ ეთერში იქნება ტრანსლირებული.



მსგავსი ინფორმაციები