FIFA-ში კორუფციასთან დაკავშირებული ოპერაცია გრძელდება

FIFA-ს ყოფილი და მოქმედი 16 უფლებამოსილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

399797
FIFA-ში კორუფციასთან დაკავშირებული ოპერაცია გრძელდება

FIFA-ში კორუფციასთან დაკავშირებული ოპერაცია გრძელდება.

აშშ-ის იუსტიციის მინისტრის, ლორეტა ლინჩის, განცხადებით, მუქარისა და შანტაჟის გზით ფულის გამოძალვის, ელექტრონული თაღლითობისა და შავი ფულის გათეთრების ბრალდებით FIFA-ს ყოფილი და მოქმედი 16 უფლებამოსილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

ლინჩმა გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ იმ პირებს შორის, რომელთა წინააღმდეგაც ბრუკლინის ფედერალურმა ჟიურიმ გამოძიება დაიწყო, ჩრდილოეთ, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკისა და კარიბის ფეხბურთის კონფედერაციის თავმჯდომარეებიც არიან.

ლორეტა ლინჩის განცხადებით, 16 ახალ ბრალდებას შორის შანტაჟთან ერთად თანამდებობის ფინანსური სარგებლის მისაღებად გამოყენებაც შედის.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები