ფრენბურთის "სულთნები" ბრიუსელს გაემგზავრნენ

ჰოლანდია და ბელგია ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობენ

391623
ფრენბურთის "სულთნები" ბრიუსელს გაემგზავრნენ


თურქეთის ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები ბრიუსელს გაემგზავრა, სადაც 26 სექტემბერს სტარტს აიღებს ევროპის მორიგი ჩემპიონატი და იგი გაგრძელდება 4 ოქტომბრამდე.

ამ ჩემპიონატის მასპინძელი ჰოლანდიასთან ერთად ბელგიაც არის.

ხვალ თურქი გოგონები ქალაქ ანტვერპენში გადავლენ და ზეგ ჯგუფში პირველი თამაში აზერბაიჯანელებთან ექნებათ. ამავე ჯგუფში არიან უნგრეთი და ბელგია და პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები ჩემპიონატის მომდევნო ტურში გავლენ.

თურქებს მეორე თამაში 27 სექტემბერს უნგრელებთან, 28 სექტემბერს კი ბელგიელებთან აქვთ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები