TEB BNP Paribas-ი სტამბოლში ხვალ იწყება

TEB BNP Paribas-ი სტამბოლში ხვალ იწყება

253665
TEB BNP Paribas-ი სტამბოლში ხვალ იწყება

სტამბოლში ხვალ იწყება TEB BNP Paribas-ის სახელობის ტურნირი ჩოგბურთში, რომელშიც მსოფლიოს ყველაზე განთქმული ჩოგბურთელები მიიღებენ მონაწილეობას და გახსნის ცერემონიალს დაესწრება ცნობილი შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერიც, რომელიც კვირას ჩამოვიდა სტამბოლში.

ამ ტურნირის მთავარი ჯილდო 439 ათასი ევროა და მის ფარგლებში ითამაშებს ორი თურქი ჩოგბურთელიც, მარსელ ილჰანი და ჯემ ილქელი. ეს უკანასკნელი პირველ თამაშს ესპანელ დანიელ ტრავერსთან, ხოლო მარსელ ილჰანი კი ფინელ ჯარკო ნიემინენსთან გამართავს. რაც შეეხება ფედერერს, იგი პირველ ტურს გამოტოვებს, ხოლო მეორე ტურში ილჰან-ნიემენენს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სტამბოლის ტურნირი 3 მაისამდის გაგრძელდება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები