FIBA EuroChallenge-ს თასის ოთხეულთა ფინალურ მატჩებს ტრაბზონსპორ

FIBA EuroChallenge-ს თასის ოთხეულთა ფინალურ მატჩებს ტრაბზონსპორ მედიკალ პარკი უმასპინძლებს

283000
FIBA EuroChallenge-ს თასის ოთხეულთა ფინალურ მატჩებს ტრაბზონსპორ

FIBA EuroChallenge-ს თასის ოთხეულთა ფინალურ მატჩებს ტრაბზონსპორ მედიკალ პარკი უმასპინძლებს.

FIBA-ს ევროპის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 24-26 აპრილს გასამართ FIBA EuroChallenge-ს თასის ოთხეულთა ფინალური შეხვედრები ტრაპიზონში მდებარე 7 ათას 500 ადგილიან ჰაირი გურის სახელობის სპორტულ დარბაზში გაიმართება.

ოთხეულთა ფინალში თურქეთის წარმომადგენელი ტრაბზონსპორ მედიკალ პარკი, რუმინეთის ენერჟის ტანგუ ჟიუ, გერმანიის ფრაპორტ სკაილაინერსი და საფრანგეთის JSF Nanterre იასპარეზებენ.

თასზე პირველი მატჩები 24 აპრილს გათამაშდება და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან თურქეთი და რუმინეთი და გერმანია და საფრანგეთი. გამარჯვებულები კი 26 აპრილს გასამართ ფინალურ მატჩში შეხვდებიან ერთმანეთს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები