თურქული კლუბების წარმატება FIBA-ს თასზე

ოთხი კლუბი მეოთხედ ფინალში გავიდა

195356
თურქული კლუბების წარმატება FIBA-ს თასზე

FIBA-ს ქალთა ევროპის თასის მე-8 ფინალის საპასუხო მატჩები გუშინ გაიმართა და თურქეთის წარმომადგენელი ოთხი საკალათბურთო კლუბი მეოთხედ ფინალში გავიდა.
თურქეთის კლუბმა ბეშიქთაშმა უნგრეთის კლუბი PEAC-Pecs-ი 72-50 დაამარცხა და მეოთხედ ფინალში გავიდა.

სტამბოლის უნივერსიტეტის კლუბმა რუსეთის Sparta&K Vidnoje-ს უმასპინძლა რომელიც 68-62 დაამარცხა და შემდეგ ტურში გადავიდა.
ახლა ბეშიქთაშის და სტამბოლის უნივერსიტეტის კლუბები მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ევროპის თასზე მოთამაშე კიდევ ერთმა თურქულმა კლუბმა Adana BOTAŞ-მა საფრანგეთის კლუბ Nantes Reze 90-69 დაამარცხა, რის შემდეგაც ისიც მეოთხედფინალში გავიდა.

მერსინის მერიის კლუბმა კი რუსეთის Spartak Nogins-ს უმასპინძლა. მერსინის კლუბმა გასვლით მატჩზე მეტოქე 82-59 დაამარცხა, ხოლო საკუთარ მოედანზეც 80-75 დაამარცხა რა, ისიც ასევე მეოთხედფინალში გავიდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები