მეორე ფინალისტიც გამოვლინდა

ამერიკელებს სერბები შეხვდებიან

124060
მეორე ფინალისტიც გამოვლინდა



ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კალათბურთში აშშ-ს შემდეგ მეორე ფინალისტის ვინაობაც ცნობილი გახდა.

წუხელ შემდგარ მეორე ნახევარფინალურ მატჩში სერბებმა ანგარიშით 90-85 დაამარცხეს ფრანგები და მეორე ფინალისტის საგზური მოიპოვეს, თანაც ამით სერბები პირველად გავიდნენ კალათბურთის ისტორიაში ფინალში.

ასე რომ, ხვალ ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან ამერიკელები და სერბები რა, თამაში თურქეთის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

დღეს საღამოს კი მესამე ადგილისათვის იბრძოლებენ ფრანგები და ლიტველები და თამაში თურქეთის დროით 19:00 საათზე დაიწყება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები