აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სომხეთის არმიამ საზღვარზე სამხედრო გაძლიერება მოახდინა

აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სომხეთის არმიამ საზღვარზე სამხედრო გაძლიერება მოახდინა

2122559
აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სომხეთის არმიამ საზღვარზე სამხედრო გაძლიერება მოახდინა

აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სომხეთის არმიამ საზღვარზე სამხედრო გაძლიერება მოახდინა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში შეინიშნება სომხეთის არმიის ინტენსიური აქტივობა და სამხედრო გაძლიერება ორი ქვეყნის საზღვრის სხვადასხვა რეგიონში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთში შურისმაძიებელი ძალები, რომლებიც აზერბაიჯანს ომით ემუქრებიან, გააქტიურდნენ და გახშირდა აგრესიული რიტორიკა და პროვოკაციული ინფორმაციების რაოდენობა.

"სომხეთის არმიის ნებისმიერი სამხედრო პროვოკაციული მცდელობა მტკიცედ აღიკვეთება აზერბაიჯანის არმიის მიერ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სიტუაციის ესკალაციაზე და შესაძლო პროვოკაციებზე პასუხისმგებლობა მთლიანად სომხეთსა და მის მხარდამჭერებს დაეკისრება“.- ნათქვამია განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #აზერბაიჯანი , #სომხეთი

მსგავსი ინფორმაციები