თავდასხმის მცდელობა ერევანში
თავდასხმის მცდელობა ერევანში
2119605
სომხეთის დედაქალაქ ერევანში 3 ადამიანმა ხელყუმბარით პოლიციის შტაბის შენობაზე თავდასხმა სცადა.
სომხეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Armenpress-ის ცნობით, 3 უცნობი თავდამსხმელი დედაქალაქ ერევანში, ნორ-ნორკის რაიონში პოლიციის სამმართველოს შენობაში ხელყუმბარით მივიდა.
თავდამსხმელები უსაფრთხოების ძალებს შეხვდნენ და გარკვეული მოთხოვნები წამოაყენეს, რა დროსაც ერთი ხელყუმბარა აფეთქდა.
ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ორი თავდამსხმელი დაშავდა, რომლებიც მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მესამე თავდამსხმელი კი სამართალდამცველებმა გაანეიტრალეს.
მსგავსი ინფორმაციები
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 54 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 54 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული