რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა მოხდა

რუსეთსა და უკრაინას შორის განახლებული პატიმრების გაცვლის ფარგლებში ორივე მხარემ 100-100 ჯარისკაცი გაათავისუფლა

2099847
რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა მოხდა

რუსეთსა და უკრაინას შორის განახლებული პატიმრების გაცვლის ფარგლებში ორივე მხარემ 100-100 ჯარისკაცი გაათავისუფლა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენი 100 ჯარისკაცი სახლში დაბრუნდა. დღეისათვის რუსეთის ტყვეობიდან 3 ათას 135 უკრაინელია გათავისუფლებული“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ უკრაინასთან ტყვეთა გაცვლა მოხდა. განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ მოლაპარაკების პროცესის შედეგად კიევის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან 100 რუსი ჯარისკაცი უკან დაიბრუნეს, ასევე აღნიშნულია: „სანაცვლოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების 100 ჯარისკაცი გადაეცათ. რუს ჯარისკაცებს თვითმფრინავებით გადაიყვანენ დედაქალაქ მოსკოვში სამინისტროსთან დაქვემდებარებულ სამედიცინო ცენტრებში სამკურნალოდ. გათავისუფლებულ ჯარისკაცებს სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებას უწევენ. გაერთიანებულმა არაბულმა საამიროებმა შეასრულეს ჰუმანიტარული შუამავლის როლი რუსი ჯარისკაცების გათავისუფლების პროცესში“.

ორ ქვეყანას შორის, რომლებიც 2 წელიწადია საომარ მდგომარეობაში არიან, ბოლო ტყვეთა გაცვლა 31 იანვარს მოხდა, რა დროსაც ორმხრივად 195 ჯარისკაცი გაცვალეს.



მსგავსი ინფორმაციები