გაეროს დელეგაცია ყარაბაღის რეგიონში ჩავიდა

გაეროს დელეგაცია ყარაბაღის რეგიონში ჩავიდა

2045256
გაეროს დელეგაცია ყარაბაღის რეგიონში ჩავიდა

გაეროს დელეგაცია აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში ინსპექტირების ჩასატარებლად ჩავიდა.

გაეროს დელეგაციამ, რომელმაც რეგიონში აღდამ-ხანკენდის მარშრუტით ჩააღწია და ლაჩინისა და ხანკენდის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაათვალიერა.

გაეროს მისიის ეს ვიზიტი რეგიონში პირველია თითქმის 30 წლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიჰან ჰაჯიზადემ განაცხადა, რომ მათ მიიწვიეს გაეროს შესაბამისი ინსტიტუტების დელეგაცია აზერბაიჯანში, რათა ეხილათ რეგიონში არსებული ვითარება გასულ თვეში აზერბაიჯანის არმიის მიერ განხორციელებული 24-საათიანი ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ.

ჰაჯიზადემ განაცხადა, რომ დელეგაცია მონიტორინგს გაუწევს აზერბაიჯანის ჰუმანიტარულ საქმიანობას რეგიონში. ასევე დააკვირდება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, არალეგალური სომხური ძალების განიარაღების პროცესს და ადგილზე განაღმვით სამუშაოებს.



მსგავსი ინფორმაციები