თურქეთის მიერ მონტენეგროსათვის ნაჩუქარი 3 სამხედრო მანქანა თავდაცვის სამინისტროს ცერემონიით გადაეცა

თურქეთის მიერ მონტენეგროსათვის ნაჩუქარი 3 სამხედრო მანქანა თავდაცვის სამინისტროს ცერემონიით გადაეცა

2042073
თურქეთის მიერ მონტენეგროსათვის ნაჩუქარი 3 სამხედრო მანქანა თავდაცვის სამინისტროს ცერემონიით გადაეცა

თურქეთის მიერ მონტენეგროსათვის ნაჩუქარი 3 სამხედრო მანქანა თავდაცვის სამინისტროს ცერემონიით გადაეცა.

თურქეთსა და მონტენეგროს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით  2019 წელს ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების (AMİBA) ფარგლებში გადაცემული 3 სამხედრო მანქანის ჩაბარების ცერემონიას მონტენეგროს შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის სამინისტროს კოორდინატორი ფილიპ ადზიჩი და თურქეთის ელჩი პოდგორიცაში ბარიშ კალკავანი დაესწრნენ.

დედაქალაქ პოდგორიცაში, მარკო მილიანოვი პოპოვიჩის ყაზარმში გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ადზიჩმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას აქვს პარტნიორობაზე მეტი ურთიერთობები და დაამატა: ორივე ქვეყანა ნატოს წევრია, ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ და განვავითაროთ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში“.

მანვე აღნიშნა, რომ მათ სურთ მომავალშიც შეინარჩუნონ თურქეთთან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები.

"დღეს გაწეული დახმარება ბევრს ნიშნავს. ეს დახმარება თურქეთის მხრიდან მონტენეგროელი ჯარისკაცების მხარდაჭერის მანიშნებელია. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლობა". - თქვა ფილიპ ადზიჩიმ.

ელჩმა კალკავანმა განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ თანამშრომლობას მონტენეგროსთან და თურქეთის სამხედრო სკოლები ემზადებიან სამომავლოდ მონტენეგროდან სტუდენტების მისაღებად.


საკვანძო სიტყვები: #მონტენეგრო , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები