მორიგი პროვოკაციის მცდელობა ყარაბაღში

სომხებმა ყარაბაღში, აზერბაიჯანელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბომბის მატარებელი ძაღლის გამოყენება სცადეს

2035981
მორიგი პროვოკაციის მცდელობა ყარაბაღში

გავრცელდა ინფორმაცია, რომ არალეგალურმა სომხურმა ძალებმა ყარაბაღში, აზერბაიჯანელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბომბის მატარებელი ძაღლით სცადეს პროვოკაცია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ არალეგალურმა სომხურმა ძალებმა ხოჯავენდის რაიონში მორიგე აზერბაიჯანელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ძაღლთან ერთად ტერორისტული აქტის განხორციელება სცადეს.

მათივე ინფორმაციით, ბომბის მატარებელი ძაღლი აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დაიჭირეს და ბომბის მოწყობილობა განაღმეს და აფეთქება ვერ მოასწრო.

„კატეგორიულად ვგმობთ ამ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის ოქმს გარკვეული ჩვეულებრივი იარაღის გამოყენების აკრძალვის ან შეზღუდვის შესახებ ნაღმების, მახეების და სხვა მოწყობილობების გამოყენების აკრძალვის ან შეზღუდვის შესახებ. ცხოველების გამოყენება მკვლელობის მიზნით, არის ამორალური ქმედება და ჩვენ მას ტერორისტულ აქტად მივიჩნევთ“, ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები