მინისტრი ფიდანი რუსეთში გაემგზავრება

მინისტრი ფიდანი რუსეთში გაემგზავრება

2031041
მინისტრი ფიდანი რუსეთში გაემგზავრება

მინისტრი ფიდანი რუსეთში გაემგზავრება

პრეზიდენტ ერდოღანის რუსეთში ვიზიტამდე საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი დღეს მოსკოვში გაემგზავრება. იგი თავის კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდება. ლიდერთა შეხვედრის მოსამზადებელი შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა მარცვლეულის დერეფანი იქნება.

თურქეთის დიპლომატია გრძელდება მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების აღდგენის მიზნით. საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი უკრაინაში ვიზიტიდან ერთი კვირის შემდეგ რუსეთში მიემგზავრება. იგი სამუშაო ვიზიტით მოსკოვს 31 აგვისტო-1 სექტემბერს ეწვევა. ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება.

ფიდან-ლავროვის შეხვედრის მთავარი თემა მარცვლეულის კრიზისი იქნება. განიხილება რუსეთის მიერ შეწყვეტილი მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების ხელახალი გააქტიურებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები.

მოსკოვის შეხვედრის დღის წესრიგში ორმხრივი ურთიერთობებიც იქნება. განხილული იქნება თურქეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის სფეროების განვითარების სამოქმედო გეგმა, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და თავდაცვის ინდუსტრიის პროექტები.

ფიდან-ლავროვის შეხვედრა ასევე მზადებაა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის.



მსგავსი ინფორმაციები