ირანში თურბეზე ტერორისტების შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ირანში თურბეზე ტერორისტების შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

2023994
ირანში თურბეზე ტერორისტების შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ირანში, ქალაქ შირაზში, შაჰ ჩერაღის თურბეზე ტერორისტების შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.

ფარსის გუბერნატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორმა თავდამსხმელმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:30 საათზე თურბეს (სამარხი) შესასვლელთან მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიჭირეს, მეორე კი გაიქცა.

აღინიშნა, რომ თავდასხმის შემდეგ თურბეს გარედან შესასვლელი დაიკეტა და ირგვლივ უსაფრთხოების მკაცრი ზომები იქნა მიღებული.

2022 წლის 26 ოქტომბერს შაჰ ჩერაღის თურბეზე 3 ტერორისტის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.

ტერორისტული ორგანიზაცია დეაშ-ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.

თავდასხმის ორი დამნაშავე 8 ივლისს სიკვდილით დასაჯეს.



მსგავსი ინფორმაციები