ავიაკატასტროფა ირანში
ავიაკატასტროფა ირანში
2018140
![ავიაკატასტროფა ირანში](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/d172/1469/9025/5ff9a0ef0611b.jpg?time=1718807269)
ირანის ქალაქ ქარაჯში სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ირანის ოფიციალური სააგენტო IRNA-ს ცნობით, პეიამის აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორატმა განაცხადა, რომ მათი აეროპორტიდან აფრენილმა სასწავლო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. მაგრამ, აღინიშნა, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.