საბერძნეთში სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთში სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

2016383
საბერძნეთში სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთში სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით, ეღრიბოზში, პლატანისტოსის რეგიონში სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

საბერძნეთის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ CL-215 ტიპის თვითმფრინავი გუშინ 14:52 საათზე, ცეცხლის ჩაქრობის დროს ჩამოვარდა პლატანისტოსის რაიონში.

იქვე აღნიშნულია, რომ კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ 34 წლის მფრინავი ჰრისტოს მულასი და 27 წლის დამხმარე პილოტი პერიკლის სტეფანიდისი.

ავიაკატასტროფის გამო საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის ნიკოს დენდიასის გადაწყვეტილებით საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებში 27 ივლისამდე სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.


საკვანძო სიტყვები: #საბერძნეთი

მსგავსი ინფორმაციები