საქართველომ და აზერბაიჯანმა თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველომ და აზერბაიჯანმა თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

1978897
საქართველომ და აზერბაიჯანმა თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

გუშინ, საქართველომ და აზერბაიჯანმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ბაქოში, ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე და რუსეთის ძალების მიერ დროებით კონტროლირებად აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს.

ამავე ინფორმაციით, მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო მომზადების სფეროებში თანამშრომლობაზე. მინისტრებმა ასევე განიხილეს ორმხრივი და სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობა, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ერთობლივი წვრთნები.

შეხვედრის დასასრულს ჰასანოვმა და ბურჭულაძემ ხელი მოაწერეს „აზერბაიჯანის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას.

ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანში მყოფი ბურჭულაძე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები