უკრაინა: "14 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ"

უკრაინამ ოდესაში რუსეთის კუთვნილი ირანული წარმოების 14  უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ განაცხადა

1969744
უკრაინა: "14 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ"

უკრაინამ ოდესაში რუსეთის კუთვნილი ირანული წარმოების 14  უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.

უკრაინის სამხრეთ სარდლობამ განაცხადა, რომ ღამით რუსეთმა ოდესაზე ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მოაწყო.

იქვე აღნიშნულია, რომ აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაგზავნილი 17 უპილოტო საფრენი აპარატიდან 14 განადგურდა.

განცხადების მიხედვით, ერთ-ერთი უპილოტოს სამიზნე გახდა ოდესის ოლქში მდებარე საწარმო, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობა დილით მოხერხდა და მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, რითაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო.

პუტინმა მაშინ თქვა, რომ ის მიზნად ისახავდა ქვეყნის დემილიტარიზაციას და დენაცისტიზაციას, რათა თავიდან აიცილოს კიევის ნატოში გაწევრიანება და შეინარჩუნოს იგი რუსეთის გავლენის სფეროში.



მსგავსი ინფორმაციები