ჯანმო: „სირიაში მიწისძვრების გამო დაახლოებით 8500 ადამიანი დაიღუპა“

ჯანმო: „სირიაში მიწისძვრების გამო დაახლოებით 8500 ადამიანი დაიღუპა“

1945589
ჯანმო: „სირიაში მიწისძვრების გამო დაახლოებით 8500 ადამიანი დაიღუპა“

6 თებერვალს ქაჰრამანმარაშის პროვინციაში მომხდარი 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად, სირიაში ბოლო მონაცემებით 8500 ადამიანი დაიღუპა. შესაძლოა ეს რიცხვი  კიდევ გაიზარდოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის საგანგებო სიტუაციების დირექტორმა რიჩარდ ბრენანმა განაცხადა, რომ სირიაში მიწისძვრების გამო დაახლოებით 8500 ადამიანი დაიღუპა.

„ზუსტი რაოდენობის გამოცხადება რთულია. დაღუპულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. თუმცა, დღეის მდგომარეობით, როგორც ვიცით, სირიის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ რაიონებში დაახლოებით 4 ათასი ადამიანი დაიღუპა და 2 ათას 500 ადამიანი დაშავდა, ხოლო სირიის ჩრდილო-დასავლეთში დაახლოებით 4 ათას 500 ადამიანი დაიღუპა და 7 ათას 500 ადამიანი დაშავდა“, - განაცხადა რიჩარდ ბრენანმა და დასძინა, რომ ეს რიცხვები შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშის პროვინციაში მომხდარი 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად, რომლის დროსაც ათი პროვინცია დაზარალდა, ათასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. მიწისძვრა „საუკუნის კატასტროფად“ იქნა შეფასებული.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #სირია , #ჯანმო

მსგავსი ინფორმაციები