სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი იზრდება

სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1942808
სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი იზრდება

გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე 1602 ადამიანი დაიღუპა და 3649 ადამიანი დაშავდა სირიის სხვადასხვა რაიონში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომლის ეპიცენტრი თურქეთის ქაჰრამანმარაშის პროვინციის, ფაზარჯიქის რაიონში იყო.

გუშინდელი მიწისძვრა იგრძნობოდა სირიის პროვინციებში იდლიბში, ალეპოში, ჰამაში, ლატაკიაში, ტარტუსსა და რაკაში. მიწისძვრამ აღნიშნულ პროვინციაში სერიოზული ნგრევა გამოიწვია.

ასადის რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, ალეპოს, ლატაკიის, ჰამასა და ტარტუსის პროვინციებში, რომლებიც რეჟიმის კონტროლის ქვეშ იმყოფება, 812 ადამიანი დაიღუპა და 1449 დაშავდა.

მეორეს მხრივ, მრავალი შენობა განადგურდა ან დაზიანდა ჩრდილოეთ სირიაშიც, რომლის კონტროლიც ოპოზიციის ქვეშაა.  

სირიის ადამიანის უფლებათა ქსელის (SNHR), სამოქალაქო თავდაცვის (თეთრ ჩაფხუტიანების), ადგილობრივი ხელისუფლების, ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და ადგილობრივი წყაროების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 790 ადამიანი დაიღუპა ზემოთ ჩამოთვლილ პროვინციებში.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები