სირიაში მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 574 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 574 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა სირიის სხვადასხვა რაიონში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად

1942463
სირიაში მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 574 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 574 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა სირიის სხვადასხვა რაიონში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომლის ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის ფაზარჯიქის რაიონში იყო.

მიწისძვრა ძლიერად იგრძნობოდა სირიის პროვინციებში იდლიბში, ალეპოში, ჰამაში, ლატაკიაში, ტარტუსსა და რაქაში, რამაც დიდი ნგრევა გამოიწვია.

სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, ალეპოს, ჰამასა და ლატაკიის პროვინციებში რეჟიმის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებში 371 ადამიანი დაიღუპა და 1089 დაშავდა.

ათობით შენობა განადგურდა ან დაზიანდა სირიის ჩრდილოეთში ოპოზიციის მიერ კონტროლირებად რაიონებში.

სირიის ადამიანის უფლებათა ქსელის (SNHR), სამოქალაქო თავდაცვის (თეთრი ჩაფხუტიანები), ადგილობრივი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და ადგილობრივი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სირიის ჩრდილოეთში სხვადასხვა დასახლებაში სულ მცირე 203 მოქალაქე დაიღუპა და ასობით დაშავდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #სირია

მსგავსი ინფორმაციები