გაერომ სირიის ჰუმანიტარული დახმარების საკითხი 6 თვით გაახანგრძლივა

გაერომ სირიის ჰუმანიტარული დახმარების საკითხი 6 თვით გაახანგრძლივა

1930278
გაერომ სირიის ჰუმანიტარული დახმარების საკითხი 6 თვით გაახანგრძლივა

გაეროს უშიშროების საბჭომ კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს თურქეთიდან, ჯილვეგოზუს (ჰათაი) სასაზღვრო გამშვები პუნქტის გამოიყენებით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ჩრდილო-დასავლეთ სირიაში. გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც საშუალებას აძლევს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას თურქეთის გავლით დაახლოებით 4 მილიონი ადამიანისთვის 10 ივლისამდე.  

გაეროს მონაცემებით, 2023 წელს სირიაში დაახლოებით 15,3 მილიონ ადამიანს (2011 წლის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი) ჰუმანიტარული დაცვა და დახმარება დასჭირდება.

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2014 წელს მიღებული რეზოლუციის მიხედვით, სირიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება.

ცნობისათვის, სირიაში ამჟამად საკვების და მედიკამენტების ჰუმანიტარული დახმარება მხოლოდ ჯილვეგოზუს (ჰათაი) სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან იგზავნება.



მსგავსი ინფორმაციები