ქალაქ შევჩენკოვზე რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ქალაქ შევჩენკოვზე რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

1930113
ქალაქ შევჩენკოვზე რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში, ქალაქ შევჩენკოვზე რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსული ძალების მიერ ქალაქ შევჩენკოვზე განხორციელებული თავდასხმის დროს რაკეტები ბაზარს მოხვდა.

ტიმოშენკოს თქმით, თავდასხმის შედეგად 60 წლის ქალი დაიღუპა, 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა და შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მისივე განცხადებით, ვარაუდობენ, რომ თავდასხმა S-300 სარაკეტო სისტემით განხორციელდა.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა (გუბერნატორმა) ოლეგ სინეგუბოვმა ასევე განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შორის ერთი 13 წლის გოგონაა.



მსგავსი ინფორმაციები