პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, თურქეთიდან ჩატანილი წამლების წყალობით მედიკამენტებზე ფასები შემცირდა

პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, თურქეთიდან ჩატანილი წამლების წყალობით მედიკამენტებზე ფასები შემცირდა

1924913
პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, თურქეთიდან ჩატანილი წამლების წყალობით მედიკამენტებზე ფასები შემცირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთიდან ჩატანილი წამლების წყალობით, ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80 პროცენტამდე შემცირდა.

ღარიბაშვილმა 2022 წლის შეფასებები გააკეთა.

მან ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ფარმაცევტულ სექტორში მაღალი ფასების შესამცირებლად თურქეთიდან ჩატანილი მაღალი ხარისხის მედიკამენტებით ბაზარი გახსნეს.

ღარიბაშვილის თქმით, თურქეთიდან წამლების შემოტანა მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაიწყეს და დაამატა: „თურქული ბაზრის (საქართველოსთვის) გახსნის შემდეგ ჩვენ შევძელით წამლების ფასების მნიშვნელოვნად შემცირება 60-დან 80 პროცენტამდე“.



მსგავსი ინფორმაციები