ყირიმში ჯარისკაცებისთვის პუტინი უფასოდ მიწის გადაცემას აპირებს

მოსკოვის რეგიონში, ყირიმსა და სევასტოპოლში ჯარისკაცებისთვის პუტინი უფასოდ მიწის გადაცემას აპირებს

1921318
ყირიმში ჯარისკაცებისთვის პუტინი უფასოდ მიწის გადაცემას აპირებს

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას მოსკოვის რეგიონში, (ანექსირებულ) ყირიმსა და სევასტოპოლში უფასოდ გადაეცეს მიწა 24 თებერვალს დაწყებულ უკრაინის ომის ვეტერანებს და იმ სამხედროებს, რომლებსაც  უმაღლესი ჯილდოს გადაეცათ.

რუსეთის სახელმწიფო სამართლის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულება ჯარის მხარდაჭერის დამატებითი ზომების შესახებ.

გადაწყვეტილების თანახმად, რეკომენდებულია უსასყიდლოდ მიწების გადაცემა მოსკოვის რეგიონში, ყირიმსა და სევასტოპოლში იმ ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" და მიიღეს სახელმწიფო ჯილდო განსაკუთრებული დამსახურებისთვის და გახდნენ ვეტერანები.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია სოციალური დახმარების გაწევა კონფლიქტის დროს ან ავადმყოფობის გამო „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ტერიტორიაზე დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებისთვის.

გადაწყვეტილება ძალაში გუშინდელი დღიდან შევიდა.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #მიწა , #სამხედროები , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები