აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ში შეხვედრა გამართეს

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ში შეხვედრა გამართეს

1903875
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ში შეხვედრა გამართეს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში, საგარეო საქმეთა მინისტრის ენტონი ბლინკენის მასპინძლობით შეხვდნენ.

შეხვედრის წინ ბლინკენმა განაცხადა, რომ მათი შეხვედრა გაიმართა, "როგორც გასულ თვეში ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დაწყებული შეხვედრის გაგრძელება" და რომ მისი ქვეყანა ერთგული რჩება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისა.

„პირდაპირი დიალოგი არის საუკეთესო გზა ჭეშმარიტად ხანგრძლივი მშვიდობისაკენ და ჩვენ მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ მას. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. - თქვა ბლინკენმა.

მანვე აღნიშნა, რომ ყარაბაღის გამო კონფლიქტს, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს, ადამიანური და მატერიალური ხარჯები აქვს და ღრმა ჭრილობები დატოვა.

„მაგრამ ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის ორივე ქვეყნის მიერ გადადგმული რეალური და გაბედული ნაბიჯები წარსულის ჩამოტოვებისა და ხანგრძლივი მშვიდობისთვის მუშაობისკენ მიმავალ გზაზე. ორივე ქვეყანა ამ მიზნის და საბოლოოდ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი მომავლის, მშვიდობიანი ქვეყნების და ნათელ მომავლისთვის მუშაობს“. - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.


საკვანძო სიტყვები: #აზერბაიჯანი , #სომხეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები