სირიის ჩრდილოეთში PKK/YPG-ს კიდევ 5 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

სირიის ჩრდილოეთში PKK/YPG-ს კიდევ 5 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

1901259
სირიის ჩრდილოეთში PKK/YPG-ს კიდევ 5 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

სირიის ჩრდილოეთში, კერძოდ კი „მშვიდობის წყაროს“ და „ევფრატის ფარისა“ რეგიონებში ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ს კიდევ 5 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია,  PKK/YPG-ს წევრი 5  ტერორისტი შეეცადა ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ და „ევფრატის ფარის“ რეგიონებში მალულად შეღწევას, მაგრამ, თურქმა სპეცრაზმელებმა წარმატებული ოპერაციის შედეგად ხუთივე მათგანის განეიტრალება შესძლეს.

ამავე ინფორმაციით, რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები უწყვეტლივ გრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #PKK/YPG , #სირიის ჩრდილოეთი

მსგავსი ინფორმაციები