ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს პრაღაში შეხვდნენ

ილჰამ ალიევმა, დაახლოებით ერთ საათიანი შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა

1889573
ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს პრაღაში შეხვდნენ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ოთხმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარების საკითხის შესახებ.

ლიდერები ერთმანეთს ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში შეხვდნენ, სადაც ისინი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (AST) შეხვედრაზე დასასწრებად იმყოფებიან.

ილჰამ ალიევმა, დაახლოებით ერთ საათიანი შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ იმედოვნებს ისინი თანდათან მიუახლოვდებიან მშვიდობას და აფასებს ამ საკითხში ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიშელის მუშაობას.

„ოთხმხრივ შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული მნიშვნელოვანი საკითხები და ვფიქრობ, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კუთხით. შეხვედრები ჯერ კიდევ გრძელდება. უკვე სამშვიდობო პროცესი დაჩქარებულია“. - განაცხადა ალიევმა.



მსგავსი ინფორმაციები