რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადასვლა არ წყდება

რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადასვლა დღე და ღამე გრძელდება მას შემდეგ, რაც რუსეთში 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა

1886925
რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადასვლა არ წყდება
rus vatandaslari gurcistan1.jpg
rus vatandaslari gurcistan.jpg

რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადასვლა დღე და ღამე გრძელდება მას შემდეგ, რაც რუსეთში 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა.

საყურადღებოა ის, რომ რუსეთიდან საქართველოში გადასული ადამიანების უმეტესობას მანქანებით დიდი რაოდენობით ჩემოდნები და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადააქვს.

წინა დღეებთან შედარებით დაფიქსირდა, რომ ბოლო დღეს საქართველოში ფეხით შესული ადამიანების რაოდენობა შემცირდა და რუსეთის მოქალაქეები ძირითადად კერძო მანქანებით, მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით გადადიან.

ასევე ამტკიცებენ, რომ უსაფრთხოების მიზნით რუსეთიდან საქართველოში ფეხით გადასვლაზე შეზღუდვა დაწესდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 23-27 სექტემბერს ქვეყანაში რუსეთის 78 742 მოქალაქე შევიდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ გასულ კვირას რუსეთიდან საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 40-45 პროცენტით გაიზარდა.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შედინებას აკრიტიკებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთიდან ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვა დააწესოს.


საკვანძო სიტყვები: #საზღვარი , #საქართველო , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები