„მშვიდობის წყაროს“ რეგიონში კიდევ 5 PKK/YPG-ს წევრი იქა ლიკვიდირებული

„მშვიდობის წყაროს“ რეგიონში კიდევ 5 PKK/YPG-ს წევრი იქა ლიკვიდირებული

1857392
„მშვიდობის წყაროს“ რეგიონში კიდევ 5 PKK/YPG-ს წევრი იქა ლიკვიდირებული

სირიაში, ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ რეგიონში კიდევ 5 სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK/YPG-ს წევრი იქა ლიკვიდირებული. ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია,  PKK/YPG-ს წევრი 5  ტერორისტი შეეცადა ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ რეგიონში მალულად შეღწევას, მაგრამ, თურქმა სპეცრაზმელებმა წარმატებული ოპერაციის შედეგად  ხუთივე მათგანის განეიტრალება შესძლეს. ამავე ინფორმაციით, რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები უწყვეტლივ გრძელდება.

მეორეს მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს მოქმედი წევრების დარწმუნებას, რომ ჩაბარდნენ უსაფრთხოების ძალებს. სწორედ ამის ფარგლებში, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს კიდევ 3 წევრი ჩაბარდა სამართალდამცველებს. აღნიშნული ტერორისტები 2014-2015 წლებში გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაციაში რა, სირიასა და ერაყში მოქმედებდნენ. ასე, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე სამართალდამცველებს ჩაბარებული ტერორისტების რაოდენობა 58-მდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #PKK/YPG , #მშვიდობის წყარო , #სირია

მსგავსი ინფორმაციები