ევროპის ქვეყნები ისრაელს აკრიტიკებენ

ევროპის ქვეყნები ისრაელს აკრიტიკებენ

1854911
ევროპის ქვეყნები ისრაელს აკრიტიკებენ

მრავალი ევროპული ქვეყანა, გასულ წელს პალესტინაში მოქმედი 6 უფლებადამცველი ორგანიზაციის ისრაელის მხრიდან ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანას გამოეხმაურა და ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა. საკითხთან დაკავშრებით, ბელგიის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან გავრცელებულ ერთობლივ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერორიზმში ბრალდება დიდი სერიოზულობითა და ზედმიწევნით უნდა იყოს წაყენებული.

„ისრაელმა არ მოგვაწოდა რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მოითხოვდა გადაგვეხედა ჩვენს პოლიტიკას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებსაც ის ტერორისტულ ორგანიზაციებად ასახელებს. თუ ისრაელის ამ ორგანიზაციების საქმიანობებთან დაკავშირებით შესაბამის დოკუმენტაციას გადმოგვცემს, რა თქმა უნდა შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. თუ შესაბამისი დოკუმენტები და მტკიცებულებები არ იქნება წარმოდგენილი, ამ ორგანიზაციების მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, ნათქვამია, ზემოთ აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების მხრიდან გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისათვის, 2021 წლის 23 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა 6 პალესტინის უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომლებიც, მისი თქმით, იყო დაკავშირებული პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტთან (PFLP).



მსგავსი ინფორმაციები