ავიამზიდ USS Harry S. Truman-იდან საბრძოლო თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა

ავიამზიდ USS Harry S. Truman-იდან საბრძოლო თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა

1854358
ავიამზიდ USS Harry S. Truman-იდან საბრძოლო თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა

ამერიკული ატომური ავიამზიდი USS Harry S. Truman-ი, რომელიც ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფება. მასზე განლაგებული საბრძოლო თვითმფრინავებიდან F-18/A ძლიერი ქარის გამო ზღვაში ჩავარდა.

აშშ-ს საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სარდლობის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ F/A-18 Super Hornet თვითმფრინავი 8 ივლისს ხმელთაშუა ზღვაში ძლიერი ქარისა და წვიმის გამო „ზღვაში ჩაფრინდა“. ამავე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული ატომური ავიამზიდი USS Harry S. Truman-ი, გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფება.



მსგავსი ინფორმაციები